რევაზ სოხაძე - აჭარაში აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას სასკოლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად
18 სექტემბერი 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკოლები ახალ სასწავლო წელს ჯამში 2 000 მოსწავლეს მიიღებს.
ახლად რეაბილიტირებული სკოლები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარა კარგად მომზადებული ხვდება ახალ სასწავლო წელს. ბათუმსა და მთლიანად რეგიონში რამდენიმე განახლებული სკოლა გაიხსნა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობასთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, ვინც ახალ სასწავლო წელს განახლებულ სკოლაში იწყებს და ყველას წარმატებას ვუსურვებ“, — განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები სკოლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცეს.
ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.
პროექტების ფარგლებში მთლიანად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა. თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საკლასო და საერთო სივრცეები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები; სრულად განახლდა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.
ორივე სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
საქართველოსინფრასტრუქტურისსამინისტროსმუნიციპალურიგანვითარებისფონდიაჭარაშისაგანმანათლებლოინფრასტრუქტურისგანახლებისპროექტებსაგრძელებს. რეგიონშიდასრულებულია 3 საჯაროსკოლისრეაბილიტაცია, ხოლო 9 სკოლაშისამუშაოებიმიმდინარეობს.